„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ხმათა უმრავლესობა ნიკა მელიამ მიიღო.
ენმ-ს პოლიტსაბჭომ 20 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე წარადგინა.
თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
ნიკა მელიამ 13 491 ხმა მიიღო, რაც 64.9%-ია, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 7 288, რაც 36.1%-ია.
პარტიის თავმჯდომარის არჩევა ელექტრონულად მოხდა. კენჭისყრა 21 დეკემბრის 14:00 სთ-ზე დაიწყო და 25 დეკემბრის 21.00 სთ-მდე გაგრძელდა.