ენმ-ის ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს მანქანა დაულეწეს - ხატია დეკანოიძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის თანაპარტიელს მანქანა დაულეწეს. დეკანოიძე დაზიანებული მანქანის ფოტოსაც აქვეყნებს.

„ჩვენი ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს, ჩვენს მეგობარს და ყოფილ პოლიციელს მამუკა დათიაშვილს მანქანა დაულეწეს. ასე დახვდა დილას“, – წერს დეკანოიძე.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსსკ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.