ენმ: ხვალ, 6 სექტემბერს, ირაკლი ეძგვერაძეს გამოკითხავენ

პუბლიკა

„ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ხვალ, 6 სექტემბერს,  10:30 სთზე, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ეძგვერაძეს გამოკითხავენ.

მათი ცნობით ცნობით, გამოკითხვას დაესწრება „ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე.

გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და თბილისის საკრებულოს წევრები, ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძემ ხელი შეუშალა სამართალდამცველების მუშაობას, რასაც მოჰყვა მისი დაკავება.

ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და თბილისის საკრებულოს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადეს, რის შედეგადაც მას აქვს სისხლნაჟღენთები და დალურჯებები.