ენმ-მ 9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში ქუთაისში აქცია გამართა

პუბლიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში აქცია გამართა და მხარდამჭერებს 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ პროტესტზე ინფორმაცია მიაწოდა.

პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, მთელი საქართველოდან შეიკრიბოს მოსახლეობა და ერთად განაცხადოს „არა ბიძინა ივანიშვილს“.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარტიის წევრმა დავით კირკიტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ 9 აპრილს, რუსთაველზე საქართველოს მოქალაქეების აქტივობა იქნება გადამწყვეტი. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ სააბოლოოდ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.

„ნაციონალურმა მოძრაობა“ და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 9 აპრილს, 17:00-ზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას გეგმავს.

აქციის მიზანია, დაიცვან საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი და საქართველოს დამოუკიდებლობა.

„არა რუსეთს! არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ რეპრესიებს! არა ქვეყნის გარუსებას! გამოხატე შენი ნება! ერთად ევროპაში!“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.