ენმ-მ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში ხატია დეკანოიძე იქნება.

„რაც შეეხება ისნის მაჟორიტარულ ოლქს, აქ პოლიტიკური რეალობა შეიცვალა კანდიდატის გარშემო მას შემდეგ, რაც წარდენილი იქნა გაერთიანებული კანდიდატი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ ბატონი ვაშაძის გარშემო, შეცვალა ასევე მისი შანსები, რომ დაამარცხოს ბიძიმა ივანიშვილის კანდიდატი აღნიშნულ ოლქში. რადგანაც ჩვენი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტ მაჟორიტარულ ოლქში დავამარცხოთ ივანიშვილის მაჟორიტარობის კანიდატი, სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე, რაც არის ყველა ოპოზიციური პარტიის ინტერესი, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ისანში წარვადგინოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ ხატია დეკანოიძე არის სწორედ ის კანდიდატი, რომელიც აღნიშნულ ოლქში დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს“,- განმარტა „მთავარის“ ეთერში პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

19 ივნისს ოპოზიციურმა ერთობამ ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძის კანდიდატურა დაასახელა.