ენმ-მ პარლამენტის სხდომათა დარბაზში 20 ივნისის ამსახველი ფოტოები გამოფინა

პუბლიკა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრებმა პერფორმანსის სახით სხდომათა დარბაზში  2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ფოტოები გამოფინეს.

ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ამ ჟესტით აჩვენებს იმას, რაც რეალურად მოხდა 2 წლის წინ, 20 ივნისს.

დეკანოიძის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისისთვის „ქართულ ოცნებას“ ფასი არ გადაუხდია. მისივე თქმით, უმრავლესობის წევრები ეგუებიან უკიდურეს სიღარიბეს, საგარეო ვალს, გაწირულ ადამიანებს, 20 ივნისს დაშავებულებისთვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობას. მან მოუწოდა „ოცნების“ დეპუტატებს, ახსოვდეთ ეს ხალხი, რადგან მიუხედავად ამნისტიის პროექტისა, არასდროს „გაფერმკრთალდება და დაობლდება“ 20 ივნისი.