ენმ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე თქვა.

„დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას, გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად”, – თქვა მან.

სოფო ჯაფარიძის თქმით, შეგროვებულ ხელმოწერებს 1 მარტს, 15:00 საათზე სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

„ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.