საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციას არ შეუერთდება. გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან ფრაქციის წევრებმა ისაუბრეს.
„ამ დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან.
რაც შეეხება ვიზიტს, მე რა თქმა უნდა, ჩავალ კიევში, ჩავალ ბევრჯერ, ვიყავით აქამდეც“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ოცნებამ“ „გარჩევა მოუწყო“ ომის პირობებში მყოფ ქვეყანას და ამ ვიზიტს ფასი ეკარგება.
„ნებისმიერ სოლიდარობას, გამოხატულობას აქვს თავისი მომენტუმი, დროულობა და ამას ფასი აქვს დაკარგული“, – აცხადებს ბეჟაშვილი.
ნიკა მაჭუტაძის პოზიციით, პრორუსულ და რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ხელისუფლებასთან ერთად დელეგაციაში წასვლა არ ღირს; ერთობლივ ვიზიტს არ მიესალმება არც ლევან ხაბეიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა საპარლამენტო ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი უკრაინაში ერთი დელეგაციით გაემგზავრება.