ენმ-ს წევრი ამბობს, რომ სახლთან დახვდნენ და დაემუქრნენ

პუბლიკა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზურა ზაბახიძემ აცხადებს, რომ სახლთან, ქუჩაში ორი ახალგაზრდა დახვდა და დაემუქრა.

„გუშინ, ჩემს სახლთან, ქუჩაში ორი ახალგაზრდა ადამიანი დამხვდა, რომლებსაც არ ვიცნობ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” „ტიტუშკები” [იყვნენ]. ბიჭები დაახლოებით 30-35 წლის ასაკის იყვნენ, სახის გამოჩენას არ ერიდებოდნენ, ვფიქრობ, ამოცნობასაც შევძლებ. მათ მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოვშორებოდი, თორემ შედეგებიც არ დააყოვნებდა. „რუსული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ყველა ზომას მიმართავს აგრესიული ფორმით, რათა ადამიანები დააშინონ და დააშანტაჟონ. მინდა მივმართო „რუსულ ოცნებას”, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ერთად, ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურა ზაბახიძემ, რომლის განცხადებასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.