ენმ-ში პოლიტსაბჭოს სხდომაა, სადაც სავარაუდოდ, ახალი თავმჯდომარის შესახებაც მსჯელობენ

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე,  სავარაუდოდ, პარტიის ახალი თავმჯდომარის შესახებაც მსჯელობენ. პარტია 15 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.

„პოლიტსაბჭო შეიკრიბა იმისათვის, რომ ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, მას შემდეგ რაც პარტია თავმჯომარემ დატოვა. ასე რომ პარტიის სამოქმედო გეგმაზე იქნება პოლიტსაბჭოზე მსჯელობა. პოლიტსაბჭოს არ აქვს უფლებამოსილება აირჩიოს პარტიის თავმჯდომარე. ამიტომ მსჯელობა მიმდინარეობს ბევრ სხვადასხვა საკითხზე, “- განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან.

როგორც ცნობილია, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა პარტიის ყრილობაზე მოხდება, მანამდე კი პარტიის პოლლიტსაბჭო თავმჯდომარეობის კანდიდატებზე იმსჯელებს.