მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი „აბსოლუტურ სისულელეს“ უწოდებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე დეტალურ განცხადებას ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქართული მედიის ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია გრიგოლ ვაშაძის მიერ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვების თაობაზე.