ენტონი ბლინკენი: აშშ-ის სახელით ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლონკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში აშშ-მ აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, წარმატებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ”. – აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

მისივე თქმით, გასული 1 წელი იყო მნიშვნელოვანი პერიოდი ქართველი ხალხისთვის, მათ შორის იყო საქართველოს ისტორიული მიღწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სახით.

„შემდგომი რამდენიმე თვე გარდამტეხი იქნება, რათა ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს.

შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისკენ სრაფვის მხარდაჭერას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით.

ამ დღეს, როცა ყველა ქართველი ყველგან ზეიმობს, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხო, წარმატებული ევროპული დემოკრატიის აშენებაში, რომლისკენაც მისი მოქალაქეები ისწრაფვიან და რომელსაც ისინი უხვად იმსახურებენ”. – აცხადებს ენტონი ბლინკენი.