ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა

პუბლიკა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატები ვალდებულება, ღაზაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და პირველადი დანიშნულების სერვისების განახლების შესახებ და აღნიშნა, რომ პალესტინელებს არ უნდა უწევდეთ იძულებით გადაადგილება.

სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ვალდებულებას იმუშაოს პალესტინელთა ლეგიტიმურ მისწრაფებებზე – პალესტინის სახელმწიფოს დასამკვიდრებლად.

რამალადან ენტონი ბლინკენი კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში გაემგზავრა, საიდანაც შემდეგ თურქეთს ეწვევა.