ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადაბეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება.

„სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტობის ანუ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ. ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან“, – ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, იგეგმება ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების დაწყება, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი იზრდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„დღეს დაახლოებით 80 ათასამდე თავისუფალი ადგილია. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაჯავშნონ ან მიბრძანდნენ და დაჯავშნის გარეშე აიცრან, ადგილზე დარეგისტრირდნენ“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით დელტა შტამის გავრცელება 15-20%-ის ფარგლებშია.