ეპიდვითარება ქვეყანაში რთულია, 37%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეპიდვითარება ქვეყანაში რთულია და გამოსავალი მხოლოდ აცრაა.

„ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება ქვეყანაში. რამდეიმე ინდიკატორს აქვს საიმედო ტენდეცია –  შემცირდა რეპროდუქციის ინდექსი – ერთს ჩამოსცილდა, დღევანდელი მონაცემებით. ასევე, წინა სამშაბათთან და ორის კვირის წინანდელ სამშაბთთან შედარებით დაახლოებით 700- 800 ერთეულით კლებაა, მაგრამ, რაც გვაქვს, დღეს საკმაოდ ბევრია.  ყველაძე მძიმე ინდიკატორი რთულდება კიდევ. 80-ზე მეტია გარდაცვალება ბოლო დღეებში.

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში რთულია და ამას შეაჩერებს ერთადერთი მხოლოდ აცრა. ასევე, 37%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, აღსრულება პირბადის ტარების და დიდი შეკრებების ისევ ვერ ხდება, რომელიც ბუსტერია, რომ ასეთ მაღალ ნიშნულზე ვართ ეპიდივითარების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 83 ადამიანი.