ეპისკოპოსი რუსუდანი - ვიღაცები უფრო თანასწორნი არიან კანონის წინაშე, ვიღაცები - ნაკლებად

პუბლიკა

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სელექციურად უდგება საკუთარ მოქალაქეებს.

„მამა-შვილი დააჯარიმეს მაღაზიის რიგში დგომისთვის, დისტანციის დაუცველობის გამო. ცოლ-ქმარი დააჯარიმეს, გვერდით რატომ ზიხართ მანქანაშიო.

ეკლესიების ფოტოები რაც ვრცელდება, ძალიან ლამაზია, ყვავილებით მოხატულ რიგში რომ დგანან, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ხომ ძალიან კარგად ვიცით? ყველა უბანში ეკლესიაა. აუარება ხალხია და არავინ იცავს დისტანციას. სამების წირვას ვუყურე და ამბიონთან არ იცავდნენ დისტანციას”, – ამბობს ეპისკოპოსი რუსუდანი „TV პირველთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ეს არის „ძალიან სელქციური მიდგომა, ვიღაცები უფრო თანაწორები არიან კანონის წინაშე და ვიღაცები ნაკლებ თანასწორნი”, – ამბობს ის.