ექიმების დაახლოებით 21%-ია აცრილი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღესდღეობით ექიმების 21% არის აცრილი, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა არც ისაა, რაც სასურველია, რომ იყოს.

„მედპერსონალთან დაკავშირებით, 65 ათასზე მეტი  მედპერსონალია დარეგისტრირებული ჩვენს პორტალზე. სპეციალური პორტალია ამისთვის, როცა ყველა სამედიცინო დაწესებულებამ ატვირთა მონაცემები თავისი თანამშრომელბის, ექიმების, ექთნების, უმცროსი სამედიცინო პერსონალის, დამხმარე პერსონალის. დღევანდელი მონაცემებით, ამ 65 ათასიდან 12-13 ათასი ადამიანია აცრილი, მატ შორის უმრავლესობა ექიმები არიან.

რაც შეეხება კითხვას – რატომ არ აიცრნენ დანარჩენები? – 2 ფაქტორია: სამწუხაროდ, სამედიცინო სფერომ მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა, ინფიცირებულთა შორის 7-8% არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელები და ამ 65 ათასიდან 30-33% გადაიტანა ინფექცია. იცით, რომ ასევე დაახლოებით 100-ზე მეტი ჩვენი კოლეგა შეეწირა ამ პანდემიას. ინფექციის გადატანის შემდეგ ჩვენთან არსებობს რეგულაცია, რომ 120 დღის შემდგომ უნდა იქნეს აცრილი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თანდათან სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი მოიმატებს, როცა ჩვენ საკმარისი რაოდენობა  ვაქცინების გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ზაფხულსა და შემოდგომაზე, ეს პროცენტი უფრო მაღალი იქნება. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ექიმების დაახლოებით 21%-ია აცრილი დღეს და ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ის საუკეთესოა, რომელიც გვინდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი, მათ შორის მეც ვიყავი ინფიცირებული. ამიტომ ავიცერი გვიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.