ექიმების მხრიდან 77 წლის პაციენტზე შესაძლო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექიმების მხრიდან 77 წლის პაციენტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „პუბლიკას“ უწყებაში დაიდასტურეს.

77 წლის პაციენტის ოჯახის წევრები ერთ-ერთი კლინიკის მედპერსონალს პაციენტის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1 ა ქვეპუნტით და 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან ძალადობას გულისხმობს და ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.