ექიმების შეფასებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პუბლიკა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმების შეფასებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საკმაოდ მძიმეა. მათი თქმით, პაციენტს მრავლობითი ტრავმა ჰქონდა როგორც გულ-მკერდის, ასევე თავის ტვინისა და თავის ქალის.

მისი ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა. ახლა კი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მდგომარეობა რჩება მძიმედ. არ ნიშნავს, რომ საფრთხემ ჩაიარა“, – ამბობს ექიმი.

მათი თქმით, შესაძლოა, საჭირო გახდეს განმეორებითი ოპერაციული ჩარევა.

„პაციენტის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. იცით, რომ ჩაუტარდა 2 ოპერაცია. ამ ეტაპზე მისი სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს. დღეს რაიმე ტიპის ოპერაცია დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა გახდეს საჭირო. ის იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – ამბობს ექიმი.


პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს ვერაზე დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.