BBC-ის ინფორმაციით, რუსი ექიმები ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდნენ.
აქამდე ექიმები ნავალნის გერმანიის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგები იყვნენ, რასაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებდნენ.
რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი ომსკის საავამდყოფოში კომაში იმყოფება.
ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – განაცხადა პრესმდივანმა.