„ნაცინალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში ექიმმა განუცხადა.
ექიმის თქმით, მოშიმშილე დეპუტატის ორგანიზმი შიმშილის გამო ვეღარ ასტაბილურებს მონაცემებს და მათი რეკომენდაციაა, წითლიძემ პროტესტის ეს ფორმა შეწყვიტოს.
„პაციენტი განსაკუთრებით მძიმედ გამოიყურება, ვიტყოდი, უკიდურესად მძიმეა. ინტოქსიკაციის ნიშნები წამოვიდა, გაძლიერებულია თავბრუსხვევა, გულისრევა, სისუსტე, ადვილად დაღლა, გონებაგაფანტულობა, აპათია, ძილიანობა, კანი ჰიპერემულია, თვალები შეშუპებული და ჩავარდნილი და ენა მშრალი. ვიტყოდი, პაციენტს უკვე დეკომპენსაციის პერიოდი დაეწყო, ორგანიზმი ვეღარ ასტაბილურებს შიმშილობას.
უკვე ძალიან მძიმედ მიდის ეს პროცესი და ჩვენი რეკომენდაციაა, შეყვიტოს შიმშილობა“, – თქვა ექიმმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-12 დღეა, პარლამენტში შიმშილობს.