ექიმის თქმით, გელათში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტის მდგომარეობა კრიტიკულია

პუბლიკა

გელათის მამათა მონასტერში ხანძრის დროს დაშავებული არქიმანდრიტის, იოსებ ბურჯანაძის მდგომარეობა კრიტიკულია.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმი, ირმა მესხი ამბობს, რომ არქიმანდრიტს სხეულის 44% აქვს დამწვარი, მდგომარეობა კრიტიკულია და ის რეანიმაციაში იმყოფება.

„2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო ცეცხლი მოედო მთელ ოთახს. შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა გაჩენილი ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის სამოსელსაც გადაედო ცეცხლი“, – ნათქვამია ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.