ექიმს, რომელიც გასულ კვირას ვლადიმერ პუტინს შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა

პუბლიკა

საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას პროსახელისუფლებო რუსული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, დიახ, მე მაქვს დადებითი კორონავირუსზე,  მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. იზოლირებული ვარ ოფისში, სადაც მაქვს ყველა პირობა”, – წერს ექიმი ფეისბუქზე.

გასულ კვირას, აღნიშნული საავადმყოფო ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და ექიმებთან შეხვედრა გამართა, მათ შორის ინფიცირებულ დენის პრიცენკოსთან.

თემაზე კომენტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, პრეზიდენტს რეგულარულად უტარდება ტესტები კორონავირუსზე.