ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად გიორგი თვაური დაინიშნა

პუბლიკა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს.

საქართველოს მთავრობამ პრემიერ კობახიძის თვაურთან შეხვედრის ამსახველი ფოტო და ინფორმაცია გაავრცელა.

ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა ჯანგულაშვილის გათავისუფლების ბრძანება კობახიძემ 14 აგვისტოს გამოსცა.

ახალი ხელმძღვანელი გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა.

სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.