ექსპერტიზის თანახმად, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია - რამიშვილი

პუბლიკა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გაეცნენ ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რის მიხედვითაც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის შედეგები უცხოელ ექსპერტებთან გადამოწმდება.

„ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან”, – განაცხადა რამიშვილმა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, სავარაუდოდ ხვალ პროკურატურა გააკეთებს განცხადებას „საქმის დეტალებზე, ექსპერტიზის დასკვნებსა და მიმდინარე გამოძიების შესახებ”.