„ექსპო ჯორჯიასთან" პოლიციამ აქციის 9 წევრი დააკავა

პუბლიკა

„ექსპო ჯორჯიასთან”, სადაც „ქართული ოცნების” ყრილობა უნდა გაიმართოს, პოლიციამ აქციის 9 მონაწილე დააკავა.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობასა გულისხმობს.

„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს”, – აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერი ჰქონდათ მიტანილი. ისინი ამბობენ, რომ პოლიცია მათ ბანერის გაშლის საშუალებას არ აძლევდა. შემდგომ მათ ეს ბანერი გზის სავალ ნაწილზე დააფინეს და პროტესტის ნიშნად ზედ დასხდნენ. პოლიციამ რამდენიმე მონაწილე შემდგომ დააკავა.

  • 139314483-219550663053098-938417702737107485-n

  • 139726448-1564486720404424-853521644554486677-n

  • 139822412-830770177767133-2634488710329649461-n








  • 01
    /





„ქართული ოცნების” ყრილობა 14 საათზე უნდა დაიწყოს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ასევე, ყრილობა აირჩევს პარტიის აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს.