ერ-რიადში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციის წევრების შეხვედრა იმართება

პუბლიკა

დღეს ერ-რიადში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს – გუშინ ვაშინგტონის ოფიციალური პირები უკრაინის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ამ ეტაპზე, უცნობია სრული სია, ვინ ესწრება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით,

აშშ-ის მხრიდან წარმოდგენილი არიან: ენდრიუ პიკი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი და მაიკლ ანტონი, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს.

რუსეთს წარმოადგენენ: გრიგორი კარასინი, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და სერგეი ბესედა, FSB-ის ხელმძღვანელის მრჩეველი.

როგორც BBC წერს, დღევანდელი დისკუსიის მიზანია „ცეცხლის შეწყვეტის მსუბუქი ვარიანტის” განხილვა, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრის წინა ღამით რუსეთი კვლავ დაესხა თავს უკრაინას – კიევი ამბობს, რომ მათ ჩამოაგდეს 57 დრონი, ხოლო რუსეთი ამტკიცებს, რომ 28 უკრაინული დრონი მოიგერიეს.