ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა. შესაბამისი რეზოლუცია ცოტა ხნის წინ მიიღეს.
ერაყელმა კანონმდებლებმა ამასთანავე მთავრობას სთხოვეს, იმუშაოს უცხოეთის ჯარების მიერ ერაყის ტერიტორიის, საჰაერო სივრცისა და წყლების გამოყენების აკრძალვაზე, ნებისმიერი მიზეზით.
BBC ცნობით, აშშ-ს დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ერაყში, ძირითადად, მრჩევლების სახით.