წუხელ ერაყის ქურთისტანის დედაქალაქს, ერბილს 10-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. როგორც Reuters-თან აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, სარაკეტო თავდასხმა ირანიდან მოხდა. დაღუპულებსა და დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენის პრესსპიკერის თქმით, ეს იყო „აღმაშფოთებელი თავდასხმა“, თუმცა მისი თქმით, ამერიკის არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა და არ დაზიანებულა არც მათი ობიექტები.
Reuters ერაყის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, რომ ერბილს 12 რაკეტა ესროლეს, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა იყო მათი სამიზნე. სხვადასხვა წყაროების ცნობით, რაკეტები აშშ-ის კუთვნილი ინფრასტრუქტურის მიმდებარედ ჩამოცვივდა.
ერბილში აშშ-ის კუთვნილ ობიექტებს აქამდე რამდენჯერმე დაესხნენ თავს, უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, მაგრამ მსგავსი თავდასხმა უკვე თვეებია არ მომხდარა. წინა თავდასხმების დროს აშშ-ის ოფიციალური პირები პასუხისმგებლობას ირანის მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფებებს აკისრებდნენ. წუხანდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლბოა ჯერჯერობით არავის აუღია.