ერაყის ქურთულ ნაწილში, ერბილის აეროპორტში, სადაც ამერიკული ავიაბაზაა განთავსებული საჰაერო თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ადასტურებს ამერიკული მხარე. მათი განცხადებით, წუხელ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ამერიკულ ავიაბაზაზე სცადა იერიშის მიტანა, ერთი მათგანის მიზანი ბაზის შიდა მხარე იყო, მეორის კი მისი გარეპერიმეტრი.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმას არც მსხვერპლი მოჰყოლია და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. მათ დრონების მოსაგერიებლად შესაბამისი ზომები მიიღეს.
თავდასხმის შემდეგ ერბილის აეროპორტში ერაყის ქურთისტანის ძალოვანმა სამსახურებმა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, განგაში გამოცხადდა აშშ-ის საკონსულოშიც. თუმცა, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში აღარ განმეორებულა.