ერდოღანი: ჩვენ ამჟამად შეწყვეტილი გვაქვს ურთიერთობა ისრაელთან

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.

ერდოღანის თქმით, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა მისი ხელმძღვანელობით არ გააგრძელებს და არ განავითარებს ურთიერთობას ისრაელთან.

„ჩვენ, როგორც თურქეთის რესპუბლიკას, ამჟამად შეწყვეეტილი გვაქვს ურთიერთობა ისრაელთან. ამ ეტაპზე არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს.

ჩვენ ბოლომდე დავდგებით პალესტინის გვერდით მის სამართლიან საქმეში. ჩვენ მჩაგვრელს, სახელად ნეთანიაჰუს და მის ბანდას, კანონის წინაშე პასუხს ვაგებინებთ იმის გამო, რაც გააკეთეს. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მიმართულებას არა ცილისმწამებლების ბინძური წინადადებების მიხედვით, არამედ იმ მიმართულების მიხედვით, რომელზეც ჩვენი ერი მიუთითებს. ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მძაფრი რეაქცია გამოავლინა ისრაელის სისასტიკის მიმართ და გადადგა ყველაზე კონკრეტული ნაბიჯები, უდავოდ არის თურქეთი“, – განაცხადა ერდოღანმა.