თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების განხილვას აპირებს.
„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს პუტინთან და ვთხოვ მას, რომ რუსეთმა გააკეთოს რაც აუცილებელია, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო მშვიდობისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტი 18 აგვისტოს სტუმრობდა უკრაინას. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლვოვში შეხვდა. მედიის ცნობით, შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობაზე მოლაპარაკებებს შეეხებოდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 19 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარში ევროპის უდიდეს ზაპოროჟიეს აეს-ში შექმნილ სიტუაციას „მსოფლიოსათვის საფრთხე” უწოდა.