პარასკევს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის იდეას და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით, ჰაერსა და ზღვაზე თავდასხმების შეჩერებას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის იდეას და ჰაერსა და ზღვაზე თავდასხმების შეჩერებას, როგორც მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებას“, – თქვა ერდოღანმა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე.
თურქეთი, რომელიც ორჯერ უმასპინძლა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს ომის დაწყების შემდეგ, ასევე ამბობს, რომ ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან, რათა ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება იმუშაოს.
თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ასევე თქვა, რომ „თურქეთისთვის მნიშვნელოვანია ისეთ მექანიზმებში ჩართვა, როგორიცაა ევროპის სამშვიდობო ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის რეკონსტრუქციას და აღორძინებას“.
მისივე განცხადებით, თურქეთს სჯერა, რომ ანკარასთან ერთად ევროპის უსაფრთხოების მიმართულებით ყველა ნაბიჯის დაგეგმვა იქნება „ჩვენს ორმხრივ ინტერესში“.