თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ თურქეთს მიაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება.
„გამოვთქვი ჩვენი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება”, – განაცხადა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.