ერდოღანის თქმით, ევროკავშირსა და NATO-ს უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაედგათ

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირი და NATO გააკრიტიკა. ერდოღანის თქმით, ამ ორგანიზაციებს უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაედგათ.

„ევროკავშირმა და სხვა პროდასავლურმა ორგანიზაციებმა ამ მომენტამდე ვერ დაიჭირეს სერიოზული პოზიცია“, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ NATO-ს სამიტი არ უნდა გადაიქცეს უბრლაოდ დაგმობებისა და რჩევებისთვის შეხვედრად.

„იმედი მაქვს, NATO-ს დღევანდელი სამიტი უფრო მტკიცე მიდგომას აჩვენებს“, – თქვა ერდოღანმა.