საქართველოს რკინიგზა ერევნის მიმართულებით მატარებლის მიმოსვლას 15 ივნისიდან განაახლებს. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
თბილისი-ერევანი-თბილისის მატარებელი ყოველდღე იმოძრავებს.
„თბილისი-ერევანი-თბილისის რეისი პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე საქართველოს რკინიგზა რეისს აღადგენს. ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება. სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც. მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაც განახლდება“, – ნათქვამია განცხადებაში.