ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 61 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დედაქალაქის მერი მივიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაკარგულია 20-ზე მეტი ადამიანი.
ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრში აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა.
სურმალუ ცნობილია, როგორც ბაზარი, სადაც იყიდება ფოიერვერკები და სხვა პიროტექნიკა. ერევნის მუნიციპალიტეტის სპიკერმა, ლევონ სარდარიანმა მოგვიანებით დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფეთქება სურმალუს ბაზრობაზე მდებარე ფეიერვერკების საწყობში მოხდა.