ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს – შსს

პუბლიკა

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულნი.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს დილით პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან ბიბლიოთეკის შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლაც მოხდა. პოლიციამ ძალის გამოყენებით აქციიდან აქციის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა. მათ შორის გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი, რომლებიც მოგვიანებით ისევ დაბრუნდნენ და განაცხადეს, რომ პოლიციამ ისინი აქციას განარიდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციამ ასევე გაიყვანა აკიდევ სამი მონაწილე, – „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, დავით ნაფეტვარიძე და ანრი ჯღანჯღავა.