ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსრიდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები.
მათი ცნობით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად არეგისტრირებს. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა, მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
„მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან. ამავდროულად, ვთხოვთ მომხმარებელს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ვალუტა გადაცვალონ მხოლოდ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწერონ – cp@nbg.gov.ge,“ – ნათქამია განცხადებაში.