ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

პუბლიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდიან.

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით უფასურდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 22 პუნქტით, 2,79-დან 3,01 ნიშნულამდე გაუფასურდა.

18 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 3.08, ხოლო 1 ევრო 3.39 ლარი ღირს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსის განგრძობითი გაუფასურება მსოფლიოში შექმნილ პანდემიურ სიტუაციასა და ნავთობის ფასის ვარდნასთან არის დაკავშირებული.