საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად $40 მილიონი გამოიტანა, აუქციონზე გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა.
$32 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა. დოლართან მიმართებით ლარი 0.43 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9002 ლარი გახდა.
ევროსთან მიმართებით კი, ლარი 1.91 თეთრით გამყარდა, შედეგად 1 სექტემბრისთვის ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8935 ლარი იქნება.
რამდენიმე თვიანი გამყარების შემდეგ ლარი ბოლო კვირების განმავლობაში დოლარსა და ევროსთან თითქმის 20-20 თეთრით გაუფასურდა, რასაც წინ ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც უძღოდა.