ეროვნული მუზეუმი ორი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს. მუზეუმის განმარტებით, გაიცა ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც ინსპექციამ მუზეუმისთვის უსაფრთხოების დარღვევის სახიფათო ფაქტად მიიჩნია და ამიტომ ორ პირს საყვედური გამოუცხადეს და თანამდებობრივი სარგო დაუკავეს.
მუზეუმის განცხადება:
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. გაცნობებთ, რომ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე, გაცემულ მასალებს შორის, იყო დოკუმენტი, სადაც სვანეთის მუზეუმის დირექტორი მიმართვას დირექტორატს მუზეუმის ტექნიკური აღჭურვის საჭიროებასა და უსაფრთხოების დაზიანებული სისტემის გაუმჯობესების თაობაზე.
აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა მუზეუმისთვის უსაფრთხოების დარღვევის სახიფათო ფაქტად. რის შემდეგადაც დაიწყო საქმეზე მოკვლევა. მიღებული დასკვნა გადასცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატს, სადაც ხმათა უმრავლესობით გადაწყდა აღნიშნული თანამშრომლებისათვის საყვედურის გამოცხადება და თანამდებობრივი სარგოს დაკავება.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გუშინ იურისტმა სულხან სალაძემ გაავრცელა. მისი შეფასებით, წულუკიანის სამართალში ყველაფერი პირიქითაა, ვინც გაბედავს და საჯარო ინფორმაციას გასცემს, სასტიკად ისჯება.