საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ დაფიქსირდება – 1 აშშ დოლარი 3. 18, ხოლო 1 ევრო 3.49 იქნება. დღეს ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 1 დოლარი – 3.08, 1 ევრო -3. 39.
ეროვნული ბანკი აპირებს, ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარი გაყიდოს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსის განგრძობითი გაუფასურება მსოფლიოში შექმნილ პანდემიურ სიტუაციასა და ნავთობის ფასის ვარდნასთან არის დაკავშირებული.