ეროვნულმა ბანკმა 48 500 000 აშშ დოლარი გაყიდა

პუბლიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. სებ-ის ცნობით, აუქციონზე გაიყიდა 48 500 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7194 შეადგინა.

„ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემის გამო. არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ხვალიდან:

  • 1 დოლარი 2.7230 ლარი ეღირება;
  • 1 ევრო – 2. 9909 ლარი.

 

ბანკი განმარტავს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება, ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები კი მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება.