ეროვნულმა ბანკმა $64 900 000 გაყიდა, ლარის კურსმა 2.7139 შეადგინა

პუბლიკა

2024 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 70 მლნ. აშშ დოლარიდან აუქციონზე  64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

სებ-ის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას.

სებ აცხადებს, რომ აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით მიიღო.

ასევე, ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია.

„მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია – ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს”, – აცხადებს სებ.