ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7199 შეადგინა.
bm.ge-ის ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციის მიზეზი განმარტა.
„დღევანდელი სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ამჯერადაც არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო”, – განუმარტეს bm.ge-ის ეროვნულ ბანკში.
სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი 23 ოქტომბერსაც გაყიდა.