ერთ-ერთი პირველი ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი თამარ გიორგაძე აიცრება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პორტალზე ერთ-ერთი პირველი ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი თამარ გიორგაძე დარეგისტრირდა.

„წინასწარ  75 000-მდე ექიმი და პერსონალი ჩვენს პორტალზე დარეგისტრირებულია. ვის, როდის უნდა, ანუ რიგების მართვის პორტალი ჩაირთო სწორედ ახლა. პირველი დარეგისტრირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ადამიანი, ქალბატონი თამარ გიორგაძე, რომელიც მუშაობს ჩვენთან, ლუგარის ლაბორატორიაში. არის დიდი ხნის განმავლობაში მეისტორიე ჩვენი. ქალბატონი თამარი დარეგისტრირდა, როგორც ერთ-ერთი პირვალი და ორშაბათს, როცა დავიწყებთ აცრებს, ერთ-ერთი პირველი აიცრება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია – შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე, უწყების ცნობით, COVAX-პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

„ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.

ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.