„ერთად ევროპაში” - პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„ერთად ევროპაში“ – რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და პატიმრების, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

აქციის მონაილეების მოთხოვნაა ასევე, 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც შეკრებილ საზოგადოებას პოლიტიკოსები მიმართავენ.

უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა.