„ერთად ევროპისკენ“ - რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას მართავენ

პუბლიკა

რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას „ერთად ევროპისკენ“ მართავენ. აქციაზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.

აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. მათი თქმით, მათ სურთ, დააფიქსირონ პოზიცია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია. აქციის მონაწილეები სიმბოლურად აწერენ ხელს ევროკავშირის დროშას და გეგმავენ, რომ ის ბრიუსელში გაგზავნიან, რითაც ისინი გამოხატავენ, რომ ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.