ერთადერთი გამოსავალი - საქართველო ივანიშვილის გარეშე! - გვარამია

პუბლიკა

„მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია პენიტენციური დაწესებულებიდან ეხმაურება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე რეკომენდაცია არ გასცეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„ერთადერთი კომენტარი:
ერთადერთი პასუხი:
ერთადერთი გამოსავალი:
საქართველო ივანიშვილის გარეშე!
სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო!
სანამ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი!”, – წერს გვარამია.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.